“დავით ცეცხლაძეს და ნათია ჯანაშიას, თვითმფრინავში მომხდარი უმძიმესი ინციდენტის გამო, ლონდონში დაკითხავენ” – გიორგი კაპანაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ არსებული დავის თაობაზე მედიასთან საუბარში ნათია ჯანაშიას მეუღლესთან, დავით ცეცხლაძესთან დაკავშირებით ძალადობრივ ფაქტებზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარე სტატუსს შეეხო.

თემა ეხება დავას, რომელსაც აკადემიის ყოფილი დირექტორი ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე „საქართველოს განათლების ჯგუფის, ამავე აკადემიის 70%-იანი აქციონერის წინააღმდეგ აწარმოებს.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, აფბას განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 3 საკითხმა, რომელიც დავასთან კავშირში მყოფ კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს.

„პირველი საკითხი უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ ფინანსურ პოლიციაში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის #092060925001 საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი განსაზღვრული იმ დროით, როდესაც ცოლ-ქმარი, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის მენეჯმენტში იყვნენ და კომპანიისგან დანიშნული ჰქონდათ ხელფასი, რომელიც წლიურად შეადგენდა 1 000 000 ლარს. ასევე უკვე ცნობილია, რომ გამოძიება ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულ ფაქტებზეა დაწყებული. ეს საქმე აღძრულია საქართველოს განათლების ჯგუფის განცხადების საფუძველზე.

ასევე საყოველთაოდ ცნობილია თვითმფრინავის კეისი და ამ საქმეს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. როცა ბორტზე, სადაც მისი მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ, დავით ცეცხლაძის ატეხილი დებოშის გამო და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წარმომადგენლებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, ბორტგამცილებელმა მოუწოდა დავით ცეცხლაძეს დამშვიდებისკენ და გააფრთხილა, რომ თუ არ შეწყვეტდა ძალადობრივ გამოხტომებს, თვითმფრინავს ავარიულ რეჟიმში დასვამდნენ. ეს ფაქტიც უკვე დადასტურდა და ისიც, რომ ბრიტანეთის ავიახაზების შიდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოებაშია ჩაშვებული უმძიმესი ინციდენტი, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა მგზავრებისთვის და, მათ შორის, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მცირეწლოვანი შვილებისთვის. ბრიტანეთის კრიმინალური პოლიცია, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, აპირებს ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის დაკითხვას, რისთვისაც მათ ლონდონში დაიბარებენ.

და მესამე საკითხი, რომელიც ასევე დადასტურებულად ვიცით, რომ წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის ა და ბ ქვეპუნქტების მიხედვით, რომელიც აღძრულია ორსულ ქალზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებმა ნათია ჯანაშიას მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს 2026 წლის 13 მარტიდან უჩივლეს.

ეს არის 3 უტყუარი, დადასტურებული და დოკუმენტირებული ფაქტი. ისეთი, რომლის საპირისპიროსაც ვერც ნათია ჯანაშია და ვერც მისი მეუღლე ვერ უარყოფს, რადგან იციან, რომ სიცრუე და სიყალბე ფაქტებს ვერ გადაწონის“, – ამბობს აფბას პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები