გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში, მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის – მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)- ასეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.”- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონზე წერს.

გამსახურდიას თქმით, მას “ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ “ქულ” ტიპად გვევლინება.”

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.

სამხარეოს უფროსს, ჩემ მეგობარს, ცხონებულ კობას, პირდაპირ უთხრა, მოვიდეს ვანო და მაგან მომიხადოს პირადად ბოდიშიო. მერაბიშვილი იყო მაშინ შს მინისტრი. მერე მოხდა კომუნიკაცია მერაბიშვილს და მას შორის და ბიჭების თემა დალაგდა. ეს ე.წ. მეუფე კიდევ დარბოდა და გაიძახოდა, ხომ მოვახდევინე მაგ თქვენ ვანოს ბოდიში და ეგ კათოლიკე სატანისტი ხომ მეამბორა ხელზეო.

აი ესეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს და ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ “ქულ” ტიპად გვევლინება.”- წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები