დავით მათიკაშვილი: ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ვხედავთ მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ევრობიუროკრატია უმძიმეს ვითარებაშია

ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ნაცვლად იმისა, რომ იქიდან ვისმენდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ვხედავ პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ფასი არ შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დოკუმენტს, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი არის ნულთან გათანაბრებული.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე დაინიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მომხსენებლად, იქიდანვე გახდა ნათელი, რა მოხსენებაც გაკეთდებოდა საქართველოზე, ბუნებრივია, ეს იქნებოდა გაჯერებული სააკაშვილის მეგობრობის და არა ქართველი ხალხის მეგობრობის მასაჟებით. ძალიან კარგად ვიცით ქალბატონი რასას დამოკიდებულება დამნაშავე, სადისტური რეჟიმის შემოქმედი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ევროპარლამენტი, ევროკავშირის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ნაცვლად იმისა, რომ იქიდან ვისმენთდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ჩვენ ვხედავ პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები