ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა, სავარაუდოდ, უარი თქვა ბირთვულ იარაღზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა, სავარაუდოდ, უარი თქვა ბირთვულ იარაღზე.
„ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ქონა და არც ექნება. და ისინი სხვა საკითხებთან ერთად, ამაზეც დათანხმდნენ“, – განუცხადა ამერიკელმა ლიდერმა ჟურნალისტებს.