მარიამ ლაშხი: ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმა ემსახურება პირველ რიგში ერის იდენტობაზე თავდასხმას

“ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმა ემსახურება პირველ რიგში ერის იდენტობაზე თავდასხმას”,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა მეუფე ზენონის განცხადებებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართული ეკლესია ინარჩუნებდა ერის ერთობას და სწორედ ამ ერთობის დანგრევა არის ეკლესიაზე თავდასხმის მიზეზი.

„ილია მეორის პანაშვიდებზე ერმა პასუხი გასცა ეკლესიაზე თავდასხმას იმ ერთსულოვნებითა და პატივისცემით, რაც იმ დღეებში გამოხატული იყო. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ინარჩუნებდა როგორც ჩვენი ერის ერთობას, ასევე ერის იდენტობას და სწორედ ეს არის მიზეზი და მიზანი იმ მავნებლებისა, რომლებიც თავს ესხმიან არა მხოლოდ ეკლესიას და კონკრეტულ კანდიდატს, არამედ, თავს ესხმიან ერის იდენტობას“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე “ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება”, რადგან არსებობს კითხვები.
ამასთან, გადაცემაში მან თქვა, რომ მეუფე შიო პატრიარქად „საშიშია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები