აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში UFC-ის მებრძოლებს შეხვდა.
შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაიმართა, რომელსაც ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი და კიდევ რამდენიმე მებრძოლი ესწრებოდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.
