მაკა ბოჭორიშვილი: კონკრეტული ხელისუფლებები, ადამიანები იყვნენ გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად – დღეს უკვე ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, ეს გარდაუვალია

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. კონკრეტული ხელისუფლებები, ადამიანები იყვნენ გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც მიზნები ყოფილიყო მიღწეული, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“-ის გადაცემის წამყვანის კითხვას – „6 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოვიდოდა და საუბარს ისურვებდა. ჩვენ უნდა ველოდოთ ევროკავშირთან მიმართებითაც შემობრუნების წერტილს?

მისი თქმით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და ეს გარდაუვალია.

„ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები ენთუზიაზმი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მანქანის მიერ, მათ შორის ხელისუფლებებიც გამოყენებული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. ალბათ, გარკვეულწილად იცვლება ეს დღის წესრიგი, ის მიზნები რაც ამოძრავებდათ საქართველოსთან მიმართებით, ჩანაცვლდება ცოტა უფრო სხვა მიზნებით და შესაბამისად მიდგომები და დამოკიდებულებებიც შეიცვლება. ამას რა თქმა უნდა დრო დასჭირდება, გარკვეული პროცესი გასავლელია, მათ შორის ევროკავშირთან დამოკიდებულებაშიც. მე არაერთხელ მითქვამს და დღეს უკვე ვხედავთ კიდევაც, რომ დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლება და ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები