ილია თოფურია – ტრამპს: მადლობა ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების ორგანიზებისთვის, არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით

UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მსუბუქ წონაში, ილია თოფურია მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს „ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების ორგანიზების შესაძლებლობისთვის“, – ამის შესახებ FOX NEWS-ი წერს.

„ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ამ მშვენიერი დღისთვის და ოვალურ კაბინეტში ყოფნის შეგრძნების შესაძლებლობისთვის. ეს საოცარი იქნება და გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის… და არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით“, – მიმართა თოფურიამ ტრამპს.

თოფურიას საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ მასზე მცდარი წარმოდგენა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები