გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფლის მიმდებარედ ვენახში გარდაცვლილი იპოვეს, მას პირველადი დათვალიერებით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები