StarCraft II-ის დასკვნითი ნაწილი 2015 წლის 10 ნოემბერს გამოვა (ვიდეო)
კომპანია Blizzard-მა StarCraft II Legacy of the Void-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა. სტრატეგიული კომპიუტერული თამაშის დასკვნითი ნაწილი 2015 წლის 10 ნოემბერს გამოვა. ამის შესახებ თამაშის ტრილერშია ნათქვამი, რომელიც YouTube-ზეა განთავსებული.
როგორც სახელწოდებიდან გამომდინარეობს, ტრილოგიის ბოლო ნაწილში მომხმარებელს თამაში პროტოსების მაღალტექნოლოგიური რასის წარმომადგენლების მხარეს მოუწევს.
StarCraft II არის სტრატეგიული კომპიუტერული თამაში რეალურ დროში. მისი სიუჟეტი რამდენიმე პლანეტაზე ვითარდება, სადაც სამ რასას – ადამიანებს, ზერგებსა და პროტოსებს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს.