ავსტრალიაში გიგანტური ცხვარი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში, კანბერასთან ბუნების დაცვის საზოგადოების წარმომადგენლებმა გიგანტური გაველურებული ცხვარი აღმოაჩინეს. ის სიკვდილის პირას იყო, ვინაიდან მისი სხეული დიდი რაოდენობით ბალნით იყო დაფარული. იმისათვის, რომ ცხოველისთვის მატყლი შეეჭრათ, მაშველთა ჯგუფის გამოძახებაც კი გახდა აუცილებელი. ცხოველთა დაცვის საზოგადოების წამომადგენლები შოკში იყვნენ, ვინაიდან მსგავსი ზომის ცხვარი მათ არასოდეს შეხვედრიათ. „ჩვენ მიერ ნაპოვნი ცხოველი ჩვეულებრივ ცხვარზე 5-ჯერ დიდი იყო. მისი სხეული უზარმაზარი ბეწვით იყო დაფარული“, – განაცხადეს მაშველებმა. მაშველების თქმით, ცხვარი, რომელსაც მატყლისთვის ამრავლებენ, შეიძლება დაავადდეს და დაიღუპოს კიდეც, თუ მას ბეწვი დროზე არ შეაჭრეს. უზარმაზარი ცხვრის სოცოცხლის გადასარჩენად მაშველებმა ცხვრის ჭრაში ავსტრალიის ჩემპიონ იენ ელკინსს მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები