მეცნიერებმა მარსზე წყლის გაქრობის საიდუმლოს მიაგნეს
პროგრამა Mars One-ის მეცნიერებმა, რომლებიც მარსზე ადამიანის გადასახლების შესაძლებლობას სწავლობენ, „წითელ პლანეტაზე“ წყლის გაქრობის საიდუმლოს მიაგნეს. ეს ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსზე კარბონატების ერთი დიდი საბადო მდებარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ გაზებისა და მინერალების დაკავშირების შედეგად მარსი ვერ დაკარგავდა ატმოსფეროს დიდ ნაწილს. მეცნიერების ახალი ვერსიით, მარსი ყოველთვის „ცივი და ნესტიანი“ იყო.
„მარსის ატმოსფერო უკვე არასტაბილური იყო იმ დროს, როდესაც მის ზედაპირზე ცნობილი მდინარეების კალაპოტები იქმნებოდა“, – განაცხადა პროგრამა Mars One-ის მონაწილემ კრისტიფერ ედვარდსმა.
ამ ჰიპოთეზის მიხედვით, „წითელი პლანეტის“ ზედაპირზე მუდმივი ოკეანეები ვერ იქნებოდა. წყალი პრაქტიკულად ყოველთვის იყო გაყინულ მდგომარეობაში და ის მხოლოდ ვულკანური აქტივობის ან მარსის ღერძის დახრილობის კუთხის ცვლილების დროს დნებოდა.