ჯემალ ჭკუასელი: ვენაცვალე ჩვენს პრემიერს, რომელმაც უშიშრად დააფიქსირა პოზიცია!

„ვენაცვალე ჩვენს პრემიერს, რომელმაც უშიშრად დააფიქსირა პოზიცია!“ – აცხადებს ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამით ჯემალ ჭკუსელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვებლად მიიჩნია.
ამავე ინტერვიუში ჯემალ ჭკუასელი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ გამონათქვამს იხსენებს. „აქვე მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, მე იმ დღეს არ მინდა ვიყო ცოცხალი… თუ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი დღის წესრიგში დადგება, ჩავთვლი, რომ ტყუილად მიცხოვრია ამ ქვეყანაზე. რაც გულმა მიკარნახა, ის ვთქვი. დიახ, ვაჟკაცურად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი! ვენაცვალე ჩვენს პრემიერს, რომელმაც უშიშრად დააფიქსირა პოზიცია! გაუმარჯოს ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს და ყველას, ვინც ეს სიმახინჯე დაგმო! უწმინდესმა ბრძანა, უმცირესობის დაცვა გასაგებია, მაგრამ უმრავლესობას ვინ დაიცავსო?! მართლაც, რა გახდა, ბოლოს და ბოლოს?! რატომ მტენით ცხვირში პიტნას?! არ მინდა, თავი დაგვანებეთ! ეს არის მეგობრობა?! ამერიკას ჩვენთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მაგრამ კარგი რა, ამის სანაცვლოდ ხომ არ შეიძლება, ყველაფერზე თავი დავუკრათ?! ეს როგორი თავისუფლებაა?! შემოგვესია უღმერთო ქვეყნები…“ – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები