თელავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

თელავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში ია ყველაშვილი ავრცელებს.

“ვეძებთ დაკარგულს!

მეგობრებო, გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება. 12 ივნისს, დილის 09:00 საათზე მამაკაცი სახლიდან (თელავიდან) გავიდა. ოჯახს დაუბარა, რომ მთებისკენ მიდიოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია მიზეზი ან დრო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის შესაძლოა, არ აპირებდა უკან დაბრუნებას.

ბოლო ინფორმაცია: სახლიდან გასვლისას ეცვა შავი ფერის მაისური, შარვალი და კეტები.

პოლიციამ მისი მანქანა ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. (ზუსტ ადგილს ვურთავთ ფოტოს სახით პოსტში). შესაძლოა, ტყეში საერთოდ არ შესულა და სადმე სიახლოვეს გადაადგილდება.

გთხოვთ ყველას, ვინც კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი თელავისა და ყვარლის ილიას ტბის მიმდებარედ იმყოფებით:

კარგად დააკვირდეთ ფოტოს (რომელსაც პოსტს ვურთავთ).

თუ სადმე შეამჩნევთ, შეაჩერეთ, შეეცადეთ დაამშვიდოთ და სასწრაფოდ დაუკავშირდით ოჯახს ან პოლიციას!

საკონტაქტო ნომრები:

568 83 53 80

591 28 59 49

ან დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე: 112

დრო ძალიან ძვირფასია.

დაგვეხმარეთ მის პოვნაში!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები