თენგიზ შარმანაშვილი – მარტა კოსის განცხადებაზე: საბჭოთა კავშირში ფორმალურად მაინც ამბობდნენ, ყველანი თანასწორი ვართო და ესენი ფორმალურადაც აღარ ამბობენ
“საბჭოთა კავშირში ფორმალურად მაინც ამბობდნენ, ყველანი თანასწორი ვართო და ესენი ფორმალურადაც აღარ ამბობენ,”- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ანუ „შენ რაღაც მეორეხარისხოვანი ხარ, მე და შენ ერთ კაფეში ვერ ვისხდებით. სადაც მე ვიჯდები, იქ ვერ შემოხვალთ, მე და შენ ერთ დარბაზში ვერ ვისხდებით, რომელ სკამზეც მე ვზივარ, იმ სკამზე არ დაჯდები“ – აქეთ მივდივართ? მართლა საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, არა? საბჭოთა კავშირში ფორმალურად მაინც ამბობდნენ, ყველანი თანასწორი ვართო და ესენი ფორმალურადაც აღარ ამბობენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.