„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ლიდერები რუსეთზე ზეწოლის გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, საუბარია „ენერგეტიკის სექტორში სანქციებზე“.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკანონო სანქციების შედეგების მინიმიზაცია ისწავლა.
შეგახსენებთ, დიდი შვიდეულის სამიტი საფრანგეთში 15-17 ივნისს გაიმართება.