ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ავთანდილ ჭრიკიშვილი გიორგი სვანიძესთან ერთად ძიუდოში დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის საზეიმო გახსნას დაესწრო

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ძიუდოში დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“მოხარული ვარ, რომ ტურნირი უკვე მეთერთმეტედ ტარდება და წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს მასპინძლობს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების სპორტში ჩართულობასა და ჩვენი გამორჩეული სპორტსმენების ხსოვნის ღირსეულ დაფასებას.
ტურნირის გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ხოლო 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული დავით ნავერიანის სახელობის გარდამავალ თასს დაეუფლება,”- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები