ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო

ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეეძლებათ.

“პროგრამის ფარგლებში, მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება შემდეგ მიმართულებებზე:

▪️ ხულო-ბეშუმი-ხულო
▪️ ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი
▪️ ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
▪️ ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
▪️ მეკეიძეები-შავნაბადა-მეკეიძეები
▪️ დიდი რიყეთი-ლეკიძირის მთა-დიდი რიყეთი
▪️ საციხური-საციხურის მთა-საციხური
▪️ დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
▪️ სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა,
▪️ ფაჩხა-ხულო-თეთრობი-ფაჩხა
▪️ წაბლანა-ხულო-თეთრობი-წაბლანა
▪️ კვატია-სამსმელოს მთა-კვატია
▪️ სხალთა-მაჭარელათის მთა-სხალთა
▪️ ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
▪️ აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-აგარა
▪️ ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი
▪️ ვერნები-ვერნების მთა-ვერნები
▪️ დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი
ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. გასვლა დილის 9 საათი.
ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები