ილია თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა – ჯასტინ გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა
ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა,- ამის შესახებ reuters-ი წერს.
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ამერიკელმა ჯასტინ გეიჯიმ თოფურია დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონობა მოიპოვა.
ბრძოლა აშშ-ის თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გაიმართა, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა და UFC-ის ისტორიაში პირველი პროფესიული სპორტული ღონისძიება იყო, რომელსაც თეთრმა სახლმა უმასპინძლა.
Reuters-ის ცნობით, თოფურია პირველ ორ რაუნდში უპირატესობას ფლობდა, თუმცა გეიჯიმ მოგვიანებით ბრძოლის მიმდინარეობა თავის სასარგებლოდ შეცვალა. მეოთხე რაუნდში მიღებული დაზიანებებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ქართველის კუთხემ მეხუთე რაუნდამდე ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც “როიტერი” წერს, გამარჯვების შემდეგ გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. თოფურიასთვის კი ეს პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი აღმოჩნდა.