ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხატვრო მიმართულება ოთხწლიან, ხოლო მუსიკალური მიმართულება ექვსწლიან სასწავლო პროგრამას მოიცავს. სახელოვნებო სკოლაში ამჟამად 8 სხვადასხვა მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომელშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები არიან ჩართული. აღნიშნული პროგრამები სრულად ფინანსდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
„ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რის გამოც მსგავსი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სერტიფიკატების გადაცემის პარალელურად მოეწყო კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი ნახატები, ხელნაკეთი, ნაქარგი და ნაქსოვი ნივთები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.