სტრესი, კოშმარული სიზმრები, შიში – დაზარალებულთა ძირითადი ნიშნები,რომელიც 2 კვირაში ვლინდება (ვიდეო)

ფსიქიატრები და ფსიქოლოგები იმ ძირითად გამოვლინებებსა და ნიშნებზე საუბრობენ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აწუხებს. მათივე შეფასებით, აღნიშნული ნიშნები სტრესიდან 2 კვირის შემდეგ იჩენს თავს. სტიქიის შედეგად მიღებული ტრამვის შესახებ სპეციალისტებმა „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უფასოდ უმკურნალებს.
ცენტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უსასყიდლოდ დახმარებას და თერაპიის სრულ კურსს სთავაზობა,- ამის შესახებ ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით ზურაბაშვილმა და ამავე ცენტრის ფსიქიატრმა ნათია თავაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც ზურაბაშვილმა განმარტა, ტრავმული სტრესი არამარტო სტიქიის ზონაში მცხოვრებლებს, არამედ მოხალისედ მომუშავე ახალგაზრდებსაც შეიძლება განუვითარდეთ.
უძილობა, შფოთვა, ზედმეტი მიჯაჭვულობა დედასთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, შიშები, ღამით უნებლიე შარდვა, ან მოზარდის მოულოდნელი ცვლილება… – ეს ის სიმპტომებია, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც ექიმების განმარტებით აუცილებელია მშობელმა სპეციალისტს მიმართონ.
„ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ არამარტო იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებმაც სტიქიის შედეგად ფსიქოლოგიური, ემოციური თუ სხვადასხვა სტრესი მიიღეს, არამედ, სტრესის საფრთხის ქვეშ არიან ასინიც, ვინც დღეს მოხალისეებად მუშაობენ და ამ ნანგრევების გატანაში და დასუფთავებაში მონაწილეობენ. ჩვენ მზად ვართ, არამარტო ადგილზე მოვემსახუროთ, არამედ გავიდეთ მისამართზეც. ამას ჰქვია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ეს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გრძელდება და 6 თვის განმავლობაში საკითხი უნდა ამოიწუროს. პოსტტრავმულ სტრესს თავისებური სპეციფიკა აქვს, თუ მშობელი ჩათვლის, რომ ბავშვს დაეწყო უძილობა, შფოთვა, ზედმეტი მიჯაჭვულობა დედასთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, შიშები, ღამით უნებლიე შარდვა, ან მოზარდის მოულოდნელი ცვლილება, მაშინ აუცილებლად უნდა მოგვმართოს. ისინი ჩვენთან რეაბილიტაციის კურსს სრულიად უფასოდ გაივლიან“, – აღნიშნა დავით ზურაბაშვილმა.
ექიმების განმარტებით, პოსტტრავმული სტრესის დროს ბავშვებში და მოზარდებში ხშირია კოშმარული სიზმრები და გადატანილი მოვლენის წარმოდგენებში გაცოცხლების რისკი. ამასთან, როგორც ფსიქიტრმა ნათია თავაძემ განმარტა, სტრესი შესაძლოა არა ფაქტისთანავე, არამედ ფაქტიდან 2-3 კვირის გავლის შემდეგ გამოვლინდეს.
„სტრესზე მწვავე რეაქციის დროს ძირითადად არის ძილის დაღვევები, კოშმარული სიზმრები, რომელიც დატვირთულია შიშით, შფოთვით და ხშირია ამ პერიოდში ტრავმული მოვლენების წარმოდგენებში განმეორება. ამ დროს მათ აღუდგებათ სურათები, რაც სტრესული სიტუაციის დროს გადაიტანეს. უჩნდებათ დეპრესია და თვითდადანაშაულების განცდა. ხშირად ხდება ხოლმე ისიც, რომ მწვავე მდგომარეობის გავლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს სიმპტომები 2-3 კვირის შემდეგ დაიწყოს“, – აღნიშნა ნათია თავაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები