უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ჯანელიძე საქართველოში პარასკევს, გვიან საღამოს უკრაინიდან ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები