ისრაელის თავდასხმას დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმზე სამი პალესტინელი ემსხვერპლა, ამასთან, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 90-მდე რაკეტა გაუშვეს

ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის არმიის განცხადებით, ისინი ოპერაციას „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ ატარებდნენ. ოპერაციის დროს განადგურდა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს სამედიცინო კლინიკა, ასევე დაზიანებულია გზები. დაღუპულთა შორის კი ერთი მცირეწლოვანია.

პარალელურად, „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ისრაელელი დაიღუპა.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, მათ რამდენიმე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა ისრაელის ძალებზე განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ლიბანის ტერიტორიიდან 90-მდე გაშვებული რაკეტა დააფიქსირა.

“ცაჰალი” მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ სარდლობის მითითებებს და იხელმძღვანელონ მათი რეკომენდაციებით.

„ისრაელის თავდაცვის არმია გააგრძელებს ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის დაცვას „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციისგან“, – ნათქვამია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები