თანამედროვე ქართველი მხატვრების საშემოდგომო გამოფენა გაიმართება

2 ნოემბერს, 16.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში თანამედროვე ქართველი მხატვრების საშემოდგომო ჯგუფური გამოფენა – Art Show გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საგამოფენო დღეებია: 2-3-4-5-6 ოქტომბერი, 14.00-20.00 საათი.
გამოფენაში მონაწილეობენ: ქეთი თავდუმაძე, ეკა ბერიაშვილი, მანანა სეხნიაიძე, ინგა გაბაშვილი, ნათია დოლიძე, ლია ხელაშვილი, მარინა მავროვა.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრის მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს და დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ საინტერესო და სასიამოვნო ატმოსფერო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.

მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები