რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა შემოსავლები რეკორდულად-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 9 თვის მონაცემები

2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი  დოლარი შეადგინა. ზრდა 2023 წელთან შედარებით  +6.7%-ით (29 მლნ. აშშ დოლარით)  მეტია.

2024 წლის 9 თვეში, რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი  დოლარი შეადგინა, ზრდა +24.9%-ით მეტია (64 მლნ. აშშ დოლარი), 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2024 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან  და  108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ზრდა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +21.7%-ით მეტია, (19 მლნ. აშშ დოლარი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები