ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე მსოფლიოს ჩემპიონია

79kg FS - Avtandil Kentchadze (GEO) df. Mohammad Ashghar Nokhodilarimi (IRI)

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ). ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა.

ფინალამდე ავთანდილ კენჭაძემ თურქ, იაპონელ, ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

მოჭიდავეები მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები