მამუკა მდინარაძე: საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშაა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა არავის წარმოუდგენია მტკიცებულება, ტოპტვინებმაც, როგორც ჩანს, ჯერ ვერაფერი მოტვინეს

“ჩვენი საზოგადოება ექვსდღიანი ბულინგის ქვეშ არის, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ხმები მოიპარეს, თუმცა ამის შესახებ არცერთი მტკიცებულება და რეალური ფაქტი არავის არ წარმოუდგენია. როგორც ჩანს, ტოპტვინებმაც ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს იძახის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ თავის მონაცემებს არ აქვეყნებს.

„გავიგეთ ჯერ მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ. მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ქვეყნდება, რადგან თურმე ასე მიაჩნიათ“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები