ვოლსკი – ოპოზიციაზე: მათი გეგმა აშკარად შეიცავს რევოლუციური პროცესების განვითარების ნიშნებს

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის გეგმას ეხმაურება.

,,ერთადერთი რამ შეიძლება დაერქვას იმ გეგმას, რომელსაც ეს პოლიტიკური სუბიექტები ატარებენ და ეს არის მავნებლობა. მათი ეს გეგმა აშკარად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების მოხდენისა და რევოლუციური პროცესების განვითარების ნიშნებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ორშაბათამდე უნდათ, ხალხის გარკვეული მობილიზება მოახდინონ” , – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.

შესაბამისი განცხადება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მათი თქმით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები