ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

92Kg FS - Miriani MAISURADZE (GEO)

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ). ქართველმა მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო.

ფინალამდე მირიან მაისურაძემ ინდოელ და სლოვაკ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ კენჭაძემ.

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები