თბილისის 73-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ენტეროვირუსული ინფექციის გამო შეჩერდა

თბილისის 73-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ენტეროვირუსული ინფექციის გამო შეჩერდა. ინფორმაცია “კვირას” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, სააღმზრდელო პროცესი 11 ნოემბერს განახლდება.

“თბილისის #73 საბავშვო ბაგა-ბაღში დაფიქსირდა ენტერევირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი.

საბავშვო ბაღმა და ბაღების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელეს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტითა და საზოგადორბივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებით და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაწესებულების ერთი კვირით დახურვის თაობაზე. ასევე, აღსაზრდელების მშობლებს მიეცათ სახლის პირობებში პრევენციის რეკომენდაციები. საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, ჩატარდება დეზინფექცია”,- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები