ზელენსკი – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგისა, უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა.
„შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას მისცემს. ტრამპის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საქმის კაცია და უბრალოდ, ომის სწრაფად დასრულება და გამოსავლის პოვნა სურს. მაგრამ თუ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მოისურვებს, უბრალოდ აიძულოს უკრაინა დათმოს ყველაფერი და ამით მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ აღიარებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად.
„უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე და, შესაბამისად, იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.