“ცოტა ხანში ქართველი ხალხი მიხვდება, რომ ვინც მიშას და ჩვენ ნაცვლად პარლამენტში შეიყვანეს, ის ხალხი გადასაყრელია” – იაგო ხვიჩია

“ცოტა ხანში ქართველი ხალხი მიხვდება, რომ ვინც მიშას და ჩვენ ნაცვლად პარლამენტში შეიყვანეს, ის ხალხი გადასაყრელია”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“დარღვევა ასეთი იყო თუ ისეთი, ცოტა ხანში პარლამენტში შევლენ. თავიდანვე მიზანი იყო, რომ არჩევნების შემდეგ ფეიკ რევოლუციაზე საუბარი დაეწყოთ და ქუჩაში პროტესტი ყოფილიყო. ახლა ციდან ჩამოუვარდათ არგუმენტი არჩევანის ფარულობაზე. მათი სერიალი ნანახი გვაქვს და ახალი არაფერი მოხდება. მგონი, ცოტა ხანში ქართველი ხალხი მიხვდება იმას, რომ ვინც მიშას და ჩვენ ნაცვლად პარლამენტში შეიყვანეს, ის ხალხი გადასაყრელია და მათ ამომრჩეველი მოატყუეს“, -განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები