კენტუკის შტატში, ხმის მიცემის აპარატთან დაკავშირებით, ხარვეზი დაფიქსირდა – დონალდ ტრამპის მონიშვნისას, ხმა ავტომატურად კამალა ჰარისს უფიქსირდებოდა

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ლორელის ოლქის ერთ-ერთი ამომრჩევლის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაარეგისტრირა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს ამომრჩეველი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.

ოლქის წარმომადგენელმა, ტონი ბრაუნმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული აპარატი უბნიდან მოიხსნა.

მოგვიანებით ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაუმართაობა ბიულეტენის მოსანიშნ აპარატს ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა, და ის ხმებს არ ამუშავებდა.

აშშ-ში მონიშვნის აპარატები ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ არჩევანი ბიულეტენზე და შემდეგ ფიზიკურად დაბეჭდონ ისინი ხმების დასათვლელად.

ხმის მიცემის პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, საქმეს კენტუკის გენერალური პროკურორის ოფისი იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები