გოგი თოფაძე: ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ნატოს წინააღმდეგი ვიყავით

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ნატოს წინააღმდეგი ვიყავით”, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგი თოფაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „მრეწველების“ პოზიცია იცოდა, ისინი კოალიციაში მაინც მოიწვია. „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ნატოს წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ „მრეწველები“ კოალიციაში მაინც მიგვიწვია იმიტომ, რომ ბევრ სხვა საკითხში ჩვენი ეროვნული პოზიცია მისთვის მისაღები იყო“, – განაცხადა გოგი თოფაძემ. თოფაძე აღნიშნავს, რომ მას და მის პარტიას, ევროკავშირის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები