საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები – დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად PLUS ბარათის მფლობელებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს.
ივლისში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკში თვის შეთავაზებებიდან სასურველი აირჩიონ და Penti-ში, Sani Optics-ში, Lunatic-ში ან Ampelo-ში გადახდისას 20%-ის PLUS ქულები დაიბრუნონ (ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია სასურველი შეთავაზების წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრციდან. თვის განმავლობაში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ერთი შეთავაზებით ისარგებლონ.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას სხვა პარტნიორ ობიექტებშიც სთავაზობს:
● TRE.GE – 31 აგვისტოს ჩათვლით, ოფიციალური სატრანსპორტო ბილეთების შეძენისას PLUS და Mastercard ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. შეთავაზება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის, OMNIBUS-ის, City Bus-ისა და Georgian Bus-ის ბილეთებზე
● სუპერმარკეტი „ზღაპარი“ – 23 სექტემბრის ჩათვლით, PLUS და Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. შეთავაზება ვრცელდება ყველა ფილიალში.
● Nazilbe – 31 აგვისტოს ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. შეთავაზება ვრცელდება ყველა ფიზიკურ ფილიალში.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის და მეტი PLUS ქულის დასაგროვებლად აუცილებელია გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
ასე რომ, ისარგებლეთ თქვენთვის სასურველი შეთავაზებით და დააგროვეთ კიდევ უფრო მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე. R