ბულგარეთში ევროვიზია 2027-ის მასპინძელი ქალაქის შესარჩევი პროცესი დაიწყო

ბულგარეთში 2027 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელი ქალაქის შერჩევა მიმდინარეობს. ქვეყანა კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს და ამ ეტაპზე რამდენიმე ქალაქი მასპინძლობისთვის იბრძვის.

ევროვიზია 2027-ის ჩატარების სურვილი ოთხმა ქალაქმა გამოთქვა – სოფიამ, პლოვდივმა, ვარნამ და ბურგასმა. კანდიდატები შეაფასებენ ინფრასტრუქტურის, დარბაზების შესაძლებლობების, სასტუმროების რაოდენობისა და ლოგისტიკური პირობების მიხედვით. საბოლოო გადაწყვეტილებას ბულგარეთის ეროვნული მაუწყებელი (BNT) და ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) მიიღებენ.

ბულგარეთმა ევროვიზიის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ქვეყანამ კონკურსში გამარჯვება პირველად შეძლო. მედიის ცნობით, ახლა ქვეყანა ემზადება, რომ 2027 წლის შოუ მაღალი დონის ორგანიზებით ჩაატაროს.

71-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელი ქალაქის ვინაობა ოფიციალურად ივლისის ბოლო კვირაში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები