სამართალდამცველებმა გორში, ქორწილის ესკორტში მყოფი პირები დააჯარიმეს, რომლებმაც ხმოვანი იარაღიდან გაისროლეს
სამართალდამცველებმა გორში, ქორწილის ესკორტში მყოფი პირები დააჯარიმეს, რომლებმაც ხმოვანი იარაღიდან გაისროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები დაჯარიმდნენ 500-500 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
“ასევე, შეეზღუდათ აკუსტიკური იარაღის ფლობის უფლება და ჩამოერთვათ აკუსტიკური იარაღები”, – აღნიშნავენ უწყებაში.