“ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ჩვენს კურსს ვერ შეგვაცვლევინებენ და ხელს ვერ აგვაღებინებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე” – შარმანაშვილი
“ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც მათი მხრიდან ძალიან ცუდია”, –
– ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
კერძოდ, დეპუტატი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
“ეს არის ერთნაირი შინაარსის ტექსტები სხვადასხვა რეზოლუციაში. როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ასეთი რეზოლუციის მიღებას სთავაზობენ, თავისი ქვეყნის კონგრესი როდესაც სთავაზობს რაღაც რეზოლუციის მიღებას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას როდესაც სთავაზობენ ასეთი ტიპის რეზოლუციის მიღებას – ეს გადამღერებებია, ტექსტი კი იგივეა. ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც მათი მხრიდან ძალიან ცუდია. ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ჩვენს კურსს ვერ შეგვაცვლევინებენ და ხელს ვერ აგვაღებინებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე”, – აცხადებს შარმანაშვილი.