ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიბერშეტევების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით ჰააგაში რუსეთის ელჩი დაიბარა, – ამის შესახებ Nu.nl ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ტომ ბერენდსენზე დაყრდნობით იუწყება.
თავის მხრივ, მოსკოვმა აღნიშნული ბრალდებები არაერთხელ უარყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის მარშრუტებზე განთავსებული კერძო ვიდეოსათვალთვალო კამერების სავარაუდო გატეხვაში ადანაშაულებენ. თუმცა ამ ბრალდების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სავარაუდო დივერსიისა და კიბერშეტევების ბრალდებები წარმოადგენს მათი პოლიტიკოსების მცდელობას, განახორციელონ თავიანთი აგრესიული გეგმები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.