“ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა” – გიორგი გაბუნია

“ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა”, – ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკას” განუცხადა.

„როდესაც ჩვენ ვისმენთ კაია კალასის ასეთ განცხადებას, რომ თურმე ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს და თურმე საქართველოს ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, ეს აჩვენებს, რომ ელემენტარული პოლიტიკური უნარები, რაც უნდა გააჩნდეს პოლიტიკოსს, არ გააჩნია ამ ადამიანს, რომელიც თავად არაერთხელ იყო მხილებული კორუფციულ სკანდალებში.

ეს ადამიანი, რომელიც დახუნძლულია კომპრომატებით, პირდაპირ ტყვედ ჰყავთ აყვანილი იმ ოლიგარქიულ მმართველებს და იმ ძალას, რომელსაც ჩვენ „დიფ სთეითს“ ვეძახით, პირდაპირ ტყვედ ჰყავთ აყვანილი და მართავენ ისე, როგორც უნდათ. მხოლოდ კაია კალასზე არ მაქვს საუბარი, აქ იგულისხმება მარტა კოსი და სხვა ის ევროკავშირის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მიმართ გამოირჩევიან აგრესიული და არასამართლიანი განცხადებებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები