პესკოვი: “მსურველთა კოალიცია” ომის წამქეზებელთა კოალიციაა, რომელსაც კონფლიქტის გაგრძელება სურს
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ წარმოადგენს „ომის წამქეზებელთა კოალიციას“, რომლის მიზანიც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებაა.
მისი თქმით, კოალიციაში შემავალი ქვეყნები სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას ცდილობენ და მშვიდობიანი დარეგულირების მიმართ ინტერესს არ ავლენენ.
„ეს არის ომის წამქეზებელთა კოალიცია, რომელსაც ომის გაგრძელება სურს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს ახორციელებენ, ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მათ“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, “მსურველთა კოალიცია” აერთიანებს უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს, რომლებიც კიევს სამხედრო, ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ.