“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში” – მახაშვილი

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

როგორც მახაშვილი ამბობს, ეს ერთგვარი შურისძიებაა.

„ეს არის ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება, იმ პოლიტიკური დაჯგუფებებისა თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებმაც ვერ გადაყლაპეს ის, რომ ქვეყანამ დაიწყო სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნვა“, – აღნიშნავს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები