დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.
ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება.