მახაშვილი – თელავის სტიქიაზე: კარგია, რომ იმ პრევენციულმა მექანიზმებმა, რაც იყო ათწლეულების განმავლობაში აშენებული, გამაგრებული და მომზადებული, გადაარჩინა ქალაქი სერიოზულ მსხვერპლს და ნგრევას
“კარგია, რომ იმ პრევენციულმა მექანიზმებმა, რაც იყო ათწლეულების განმავლობაში აშენებული, გამაგრებული და მომზადებული, გადაარჩინა ქალაქი სერიოზულ მსხვერპლს და ნგრევას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
მახაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრობს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
“სამწუხაროდ, მთლიანად თელავის რაიონს დაატყდა სტიქია თავს – ძალიან მოკლე დროში მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი, რამაც გამოიწვია ეს პროცესი, რასაც ვხედავთ დღეს. თუმცა, საბედნიეროდ, მასიური ნგრევა და, მით უმეტეს, ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა. ამიტომ, ამ მხრივ, კარგია, რომ იმ პრევენციულმა მექანიზმებმა, რაც იყო ათწლეულების განმავლობაში აშენებული, გამაგრებული და მომზადებული, გადაარჩინა ქალაქი სერიოზულ მსხვერპლს და ნგრევას. არის მთლიანი ძალისხმევა მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ზიანი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას და, რაც მთავარია, საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ იმისთვის, რომ მომავალში არც თელავში და არც სხვა დასახლებულ პუნქტში ასეთი ტიპის ზიანი არ იყოს,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.