დიდმა ბრიტანეთმა IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC, ელიტური ძალა) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა,- ამის შესახებ Sky News ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანჯელა იგლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოთხშაბათს, ძალაში შევიდა ბრიტანული კანონპროექტი, რომელიც ლონდონის მიმართ „მტრულად განწყობილ“ ქვეყნებში სახელმწიფო აქტორებთან ბრძოლას ეხება. სახელმწიფო მუქარის შესახებ კანონპროექტი მთავრობას ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს, რომ უცხოელი სახელმწიფო აქტორები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს.
„მთავრობამ განაცხადა, რომ გამოიყენებს ახალ უფლებამოსილებებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის“, – იტყობინება არხი.