ისრაელის ქნესეთმა „სომხების გენოციდის“ აღიარების საკითხის განხილვა შეაჩერა
ისრაელის ქნესეთმა 1915 წლის ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მოვლენების „სომეხთა გენოციდად“ აღიარების საკითხის განხილვა შეაჩერა.
როგორც JNS-ი ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ამ საკითხზე კენჭისყრა გადაიდო.
მოსალოდნელია, რომ ქნესეთი მიმდინარე კვირის ბოლოს შესვენებაზე გავა და მუშაობას 27 ოქტომბერს დაგეგმილი ეროვნული არჩევნების შემდეგ განაახლებს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავრობამ ადრე დაამტკიცა წინადადება ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ. საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ისრაელის მხარეს მოუწოდა, თავისი პოზიციისთვის გადაეხედა.