როგორ აღინიშნება აშურას დღე სხვადასხვა ქვეყანაში (ფოტოკოლაჟი) 18+
გუშინ მსოფლიოს მუსულმანურმა მოსახლეობამ, კერძოდ კი შიიტებმა აშურას დღე, იგივე შაჰსეი-ვაჰსეი აღნიშნეს. სამგლოვიარო დღე შიიტების მესამე იმამის შაჰ ჰუსეინის მოწამეობრივ სიკვდილს ეძღვნება და მას ირანის, აზერბაიჯანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ლიბანის, პაკისტანის, ბაჰრეინის და ზოგიერთი სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყნის შიიტური მოსახლეობა აღნიშნავს.
წარმოდგენილი ფოტოები აშურას ცერემონიის აღნიშვნისას შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთში, პაკისტანში, ერაყსა და მიანმაშია გადაღებული. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, აშურას ჩატარებისას, ამ ქვეყნებში თვითგვემა და თვითდასახიჩრებებია გავრცელებული.
ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კავკასიის მუსულმანთა განყოფილება, მათ შორის რელიგიური პირები აშურას დღეს მსგავსი ქმედებების წინააღდეგ გამოდიან. რამდენიმე წელია აზერბაიჯანში აშურას დღეს სისხლის ჩაბარების აქციების ტრადიცია დამკვიდრდა.
აზერბაიჯანში გავრცელებული მოთხოვნის თანახმად, აშურას აღნიშვნა აუცილებლად მეჩეთში ან მორწმუნეთათვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში შეიძლება. აღნიშვნისას ნებისმიერი სახის თვითგვემა აკრძალულია, თუმცა როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „oxu.az“-ის გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მსგავსი ფაქტები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება აზერბაიჯანში. დღეს სისხლის ჩაბარების მოხალისეობრივ აქციაში, რომელიც აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს და კავკასიის მუსულმანთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, 4043 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, აქციის შედეგად 1600 ლიტრი სისხლი ჩაბარდა.