ქართველი ხელოვანის ინიციატივით, „ვიტიგრაფის“ საერთაშორისო კონკურსში სერგო ზაქარიაძე დაამატეს

ქართველი მხატვრისა და კარიკატურისტის ბესიკ დუღაშვილის ინიციატივით, კარიკატურის ონლაინგალერეა „Wittygraphy“-ის საკუნკურსო სამუშაო პერსონებში გამოჩენილი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე დაამატეს. „მე ამაყი ვარ!!! ჩემი თხოვნით ვიტიგრაფის საერთაშორისო კონკურსში ჩასვეს დიდი სერგო ზაქარიაძე! ახლა მსოფლიოს წამყვანი (და არაწამყვანი) კარიკატურისტები მის შარჟს შექმნიან..“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ბესიკ დუღაშვილი.
საიტზე wittygraphy.com სერგო ზაქარიაძის დამატება გუშინ მოხდა. ამ დროისთვის უცხოელმა კარიკატურისტებმა ქართველი მსახიობის ორი ნამუშევარი შექმნეს. მათ შორის ჰოლანდიელი კარიკატურისტის Eugenio Candia-ს ნამუშევარია აღსანიშნავი, რომელიც საიტზე დღის განმავლობაში გამოქვეყნებულ კარიკატურებს შორის მნახველთა რაოდენობით ლიდერი გახლავთ. სერგო ზაქარიაძის საკონკურსო კარიკატურების ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ :
http://www.wittygraphy.com/contest/1000131/sergo-zakariadze

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები