თბილისში მაშველებმა მანქანის ქვეშ გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს (ფოტოკოლაჟი)
თბილისში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა აბულაძის რვა ნომერში ავტომანქანის ნაწილში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს. როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, კნუტის გამაოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს. ცხოველი აღნიშნულის გამო არ დაშავებულა.
„მანქანის ქვეშ, ნაწილში იყო გაჭდილი. მანქანა რომ იქოქებოდა კნუტის კნავილი გავიგონეთ, თავისით ვერ გამოდიოდა და სამაშველოს დავურეკეთ. ბევრი წვალების შემდეგ სამაშველოს წარმომადგენლებმა 30 წუთის შემდეგ ამოიყვანეს“, – აცხადეს „კვირასთან“ თვითმხილველი.