კონჩიტამ პან გი მუნის ჭიქიდან წყალი დალია (ვიდეო)

ავსტრიელმა ტრავესტი-დივამ გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნისთვის განკუთვნილი ჭიქიდან წყალი დალია. ფაქტი ვენაში, გაეროს შტაბ-ბინაში კონჩიტას სიტყვით გამოსვლამდე მოხდა. შეხვედრა ლგბტ პირების საკითხებს ეხებოდა.
მოგვიანებით, გაეროს ხელმძღვანელმა წყალი იმავე ჭიქიდან დალია და კონჩიტას მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
თავის გამოსვლაში პან გი მუნმა კონჩიტას ადამიანის უფლებების სიმბოლო უწოდა და დასძინა, რომ წინააღმდეგი არ არის მომღერალი უფრო ახლოს გაიცნოს.
შეგახსენებთ, კონჩიტა ვურსტი ტომ ნოივირტის სასცენო ფსევდონიმია. მომღერალი მუსიკალური კონკურსის „ევროვიზიის“ გამარჯვებულია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ESKJG8jSm5M” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები